"მისტერიული, უნიკალური და შეუდარებელია ქართული სამზარეულო, უფლის მიერ საჩუქრად ბოძებული, – ასე ვფიქრობთ ჩვენ, უცხოელი ტურისტები"- ეს სიტყვები ინგლისელ საზოგადო მოღვაწეს სტივენ დევიდ ბარნეტს ეკუთვნის.
აი რას ამბობს თავის ჩანაწერებში სტივენ ბარნეტი: "საქართველოში მოგზაურობისას ზემო იმერეთში რამოდენიმე დღით შევჩერდი, ბუხართან მოსვენებულს საოცრად მადის აღმძვრელი დიდი ზომის ღვეზელი მომართვეს, თუმცა, არა ღვეზელი სხვა რამეა. ეს ხაჭაპური იყო. ასე ეძახდნენ ქართველები ამ საოცრებას. ხაჭაპური ცომთან ერთად შერწყმული ყველია, მათი ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი. გასინჯეთ ხაჭაპური და მიხვდებით როგორი ხალხი ცხოვრობს საქართველოში. "
Gearn –ის ქართული საგანმანათლებლო პროექტების გაცნობის შემდეგ ქ.რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმის" მე–7 კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს განეხორციელებინათ პროექტი "ხაჭაპური" ხელოვნების პედაგოგ თამუნა კულულაშვილისა და ისტ მენეჯერ ეთერ პაიჭაძის ხელმძღვანელობით.
პროექტ "ხაჭაპურზე" მუშაობა მიმდინერეობდა შემდეგი მიმართულებებით:
- ხაჭაპურის ისტორიის შესწავლა;
- ხაჭაპურის რეცეპტების მოძიება;
- ხაჭაპურზე სიმღერის შექმნა და შესრულება;
- პროექტის განხორციელების ამსახველი ბლოგის შექმნა.